რაც გინახავს, ვეღარ ნახავ

genre:  comedy
original title:  რაც გინახავს, ვეღარ ნახავ
original language:  Georgian
narrative location:  Tbilisi

„რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ — ქართველი დრამატურგის, ავქსენტი ცაგარელის პირველი კომედიური ჟანრის პიესა. მოქმედება ვითარდება მე-19 საუკუნის თბილისსა და მის შემოგარენში, სადაც მოთხრობილია, ახალგაზრდა წყვილის შესახებ, რომლებიც დაქორწინებას აპირებენ, მაგრამ სოფლის გაღარიბებული თავადი საპატარძლოს ძალით წაიყვანს. ცაგარელმა პიესა 21 წლის ასაკში, 1878 წელს დაწერა. პიესა სამ მოქმედებიანია და წარმოადგენს ერთგვარ მძაფრ სოციალურ პროტესტს თავადაზნაურების წინააღმდეგ. პირველად დაიდგა 1879 წლის 19 დეკემბერს თბილისში. პიესის სიუჟეტი დაფუძნებულია XIX საუკუნის თბილისში მომხდარ მემამულე შიოევის გახმაურებულ რეალურ ამბავზე, რომელმაც საცოლე მოსტაცა ვიღაც დიღმელ გლეხს. ავქსენტი ცაგარელისადმი მიძღვნილ ტექსტში იოსებ გრიშაშვილიც წერს: ამ ფაქტს ადასტურებს ხალხური ლექსი — „პეტრე ბატონის ლექსი“. 1965 წელს გამოვიდა რეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ამავე სახელწოდების ფილმი, რომელშიც მონაწილეობენ აკაკი ხორავა, სოფიკო ჭიაურელი, ვასო გოძიაშვილი, გიორგი შენგელაია, ვახტანგ ნინუა და სხვები. Source: Wikipedia (ka)

Editions
No editions found

Work - wd:Q100495711

Welcome to Inventaire

the library of your friends and communities
learn more
you are offline